Top Crop Microvita

Microvita არის მულტიკომბინირებული სასუქი, რომელიც მიკორიზას სოკოების,

სასარგებლო ბაქტერიების, ფულვური მჟავის, ნატრიუმის, ფოსფორის და აზოტის

უნიკალურ ნაერთს წარმოადგენს.

საპროფიტული ბაქტერიები,  ქმნიან ნიადაგს. სწორედ მათი შემცველობის მიხედვით

ყალიბდება სხვადასხვა ხარისხის ნიადაგები. ( რაც მეტია საპროფიტები, მით უფრო

ხარისხიანია ჰუმუსი.) სწორედ ამიტომ Microvita ნიადაგის ხარისხის გასაუმჯობესებლად

უნიკალური სასუქია.

Microvita -ში არის არამარტო საპროფიტული, არამედ აზოტოფიქსაციის და

ნიტრიფიკაციის ბაქტერიებიც, რომლებიც ჰაერის ინერტულ აზოტს გარდაქმნის

აზოტის მარილებად და მცენარეს ეს მარილები მიეწოდება მისთვის ყველაზე

ადვილად ათვისებადი ფორმით.

მიკორიზას სოკოები ეხმარება მცენარის ფესვებს, რადგან უვითარებს დამატებით

ფესვთა სისტემას, რაც მცენარის ნიადაგიდან კვებას 50 % ით აუმჯობესებს.

ნატრიუმის, ფოსფორის და კალიუმის ( 2:1:1 ) შემცველობა, ადრეული ზრდის

სტადიებში, უზრუნველყოფს მცენარის სრულყოფილ კვებას და მცენარე, ამ

ეტაპზე, სხვა დამატებით სასუქებს არ საჭიროებს, ყველაზე უხარისხო ნიადაგშიც

კი.

Microvita სასუქი შეუცვლელია ჩითილების ნიადაგში გადატანისას

შემადგენლობა : N-1,1%  ორგანული ნივთიერება-45%, ჰუმინური მჟავა-20%  

დოზირება: ნიადაგში შეტანა ერთხელ დათესვამდე: ქოთნის ყვავილები: 2-5 გ/10ლ

მიწა სათბური: 20-50 გ/100ლ მიწა ღია გრუნტი: 0,5-1,5 კგ/100მ²

ფერტიგაცია: 2-5 გ/10ლ წყალი (დათესვიდან 2-3 კვირაში, გაიმეორეთ დათესვიდან 5-6 კვირაში)

28,00 40,00 

წონა

15 გრამი

,

50 გრამი

მსგავსი პროდუქცია