Top Crop Green Explosion 250 ml
Green Explotion არის ანტისტრესული საშუალება და ზრდის ბიოსტიმულატორი.
მასში შემავალი ალგინის მჟავა მცენარის მზა საკვებია. ამიტომ იგი აღარ ხარჯავს
ენერგიას ფოტოსინთეზზე (ზრდისთვის საჭირო საკვების წარმოქმნაზე)
და მთლიანად გადართულია ფესვების და მწვანე მასის უჯრედულ შენებაზე
დღეღამური ციკლისგან დამოუკიდებლად. მისი გამოყენება იწვევს მცენარის
ზრდის 30%-ით დაჩქარებას ასევე გამოყავს მცენარე ნებისმიერი სახის
სტრესიდან.
კალციუმი უმნიშვნელოვანესი ელემენტია მცენარის უჯრედის კედლის და
მემბრანის სტაბილურობისთვის. მისი 60% შედის პექტინის შემადგენლობაში, რაც
მცენარის უმნიშვნელოვანეს პოლისაქარიდს წარმოადგენს.კალციუმის ნაკლებობის
შემთხვევაში მცენარეში პექტინის ჯაჭვი არ არის ელასტიური , რაც იწვევს
უჯრედის კედლის დაზიანებას და მცენარეში მარტივად იჭრება
ინფექციები.კალციუმის იონები საჭიროა ასევე ფერმენტების აქტივობის
რეგულაციისთვის და ასტიმულირებს ბუსუსა ფესვების განვითარებას.
მაგნიუმის ნორმალური რაოდენობა მცენარისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია,
რადგან მაგნიუმი არის ქლოროფილის ( მცენარის მწვანე პიგმენტის, მისი
ორგანოიდ ქლოროპლასტის მთავარი ნივთიერება ) ძირითადი ელემენტი. როდესაც
მცენარეს აკლია მაგნიუმი, მისი ფოთლები კარგავენ ქლოროფილს, შესაბამისად
წყვეტენ ფოტოსინთეზს და ჯერ ფოთოლი ყვითლდება, მცენარე ვეღარ წარმოქმნის
საკვებს, ხოლო მკვეთრი დეფიციტისას, კვდება.
მასში ასევე არის მანიტოლი, რომელიც უწყობს ხელს სითხეების მიმოცვლას მცენარეში და საკვების უკეთ ტრანსპორტირებას.
.
Green Explotion ასევე შეიცავს ნატრიუმს, კალიუმს და ფოსფორს, მცენარის
ზრდისთვის უნიკალური პროპორციებით.
შემადგენლობა: K2O-3,8% ალგინის მჟავა-4,2%, მანიტოლი-0,5%
დოზირება: კვირაში ერთხელ: 1 მლ/1ლ წყალი (პირველ კვირებში) 2 მლ/1 ლ წყალი (შემდეგ კვირებში)
65,00 ₾ Original price was: 65,00 ₾.52,00 ₾Current price is: 52,00 ₾.
მსგავსი პროდუქცია
გჭირდება დახმარება?
რეიტინგი 4.9
სულ 239 შეფასება