Top Crop Deeper Underground
Deeper Underground არის ზრდის და ფესვის განსავითარებელი ბიოსტიმულატორი.
მასში გაერთიანებულია ზრდის ბიოსტიმულატორები (ფულვური და ჰუმინური
მჟავები) მაგნიუმთან ერთად. მაგნიუმის არსებობა სასუქში აუცილებელია, რადგან
იგი ფოტოსინთეზის შეუცვლელი კომპონენტია. მაგნიუმის ნაკლებობის
შემთხვევაში, მცენარეში ვერ ხდება ნახშირწყლების ტრანსპორტირება და იგი რჩება
მხოლოდ ფოთლებში, აღარ გადადის მცენარის სხვა ნაწილებში, ფესვებში,ნაყოფში
და ღეროში. მაგნიუმი ასევე ააქტიურებს სხვადასხვა ფერმენტებს, რომლებიც
მცენარის სრულყოფილი ზრდა-განვითარებისთვისაა საჭირო.
Deeper Underground სასუქი სწორედ იმითაა უნიკალური, რომ შეიცავს არამხოლოდ
ფულვის და ჰუმინის მჟავებს, არამედ მაგნიუმსაც. ფულვის მჟავად განიხილება ჰუმუსიდან
მიღებული ნივთიერება, რომელიც გვხვდება ნიადაგებში, კომპოსტში, ზღვის
დანალექ ფენებში. ფულვის და ჰუმინის მჟავები არის ელემენტები, რომელიც გვხვდება ნიადაგის
ყველაზე ნაყოფიერ ფენაში. ისინი ტორფის საფუძველსაც წარმოადგენს.
უზრუნველყოფს მცენარეში ნივთიერებათა სწრაფ დიფუზიას და სხვადასხვა
საჭირო ელემენტების ტრანსპორტს. კვებავს მათ და ხელს უწყობს ჯანსაღ ზრდას.
ეს გასაოცარი ნაერთი, იქმნება უკიდურესად მცირე რაოდენობით მილიონობით
სასარგებლო მიკრობების მიერ, იგი აერთიანებს სხვადასხვა მინერალებს და ქმნის
რთულ მოლეკულურ კომბინაციას, რომლიც შეუცვლელია ნებისმიერი
მცენარისთვის. სწორედ ამ მჟავების შემცველობა გვაძლევს საშუალებას Deeper
Underground გამოვიყენოთ სიცოცხლის ციკლის პირველივე დღიდან.
Deeper Underground მისი გამოყენება საჭიროა აღმოცენების პირველი და მეორე
კვირაში 2 მლ ოდენობით კვირაში ერთხელ, ხოლო დანარჩენი ზრდის პროცესისას
რეკომენდებული და სასარგებლო იქნება ამ რიტმის გაგრძელება
შემადგენლობა:
N-1,1%, MgO-1,0% სულ ჰუმინური ექსტრაქტი-7%, ჰუმინური მჟავა-4%,
ფულვომჟავა-3%
დოზირება: კვირაში ერთხელ: 1 მლ/1ლ წყალი (დათესვიდან პირველ კვირებში)
2 მლ/1 ლ წყალი (შემდეგ კვირებში)
17,00 ₾ – 132,00 ₾
მოცულობა |
1 L ,100 ml ,250 ML |
---|
მსგავსი პროდუქცია
გჭირდება დახმარება?
რეიტინგი 4.9
სულ 239 შეფასება